Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებმუხლი 18

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 18. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია, შერჩევის კრიტერიუმები, შესარჩევი კომისია

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის მიერ შერჩევის პროცესის განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, აგრეთვე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს და შესაბამის ვადებს.

2.უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილება კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საგნისა. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის განაცხადისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებას.

3.კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მოთხოვნები, მასში ცვლილების შეტანის და მისი გამოქვეყნების წესი, აგრეთვე შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო ეტაპის მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების პროცედურა და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

4.კონცესიონერის შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ კონკურენციის შეზღუდვა არ გამოიწვიოს. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან აღნიშნული კრიტერიუმების კომბინაცია. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისთვის წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო.

5.უფლებამოსილი ორგანო ქმნის შესარჩევ კომისიას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

6.შესარჩევი კომისია აფასებს წარდგენილ განაცხადებს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

7.კონცესიონერის შერჩევის პროცესის განაცხადების შეფასებისა და ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ეტაპების განხორციელების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებულ/მოლაპარაკებულ პირობებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის.

8.კონცესიონერის შერჩევის პროცესის შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/ მოლაპარაკებული პირობები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

რედაქციების შედარება

1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის მიერ შერჩევის პროცესის განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, აგრეთვე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს და შესაბამის ვადებს. 2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილება კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საგნისა. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის განაცხადისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებას. 3. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მოთხოვნები, მასში ცვლილების შეტანის და მისი გამოქვეყნების წესი, აგრეთვე შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო ეტაპის მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების პროცედურა და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ კონკურენციის შეზღუდვა არ გამოიწვიოს. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან აღნიშნული კრიტერიუმების კომბინაცია. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისთვის წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო. 5. უფლებამოსილი ორგანო ქმნის შესარჩევ კომისიას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.შესაბამისად ქმნის შესარჩევ კომისიას. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსსამინისტროსა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვეაგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. 6. შესარჩევი კომისია აფასებს წარდგენილ განაცხადებს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 7. კონცესიონერის შერჩევის პროცესის განაცხადების შეფასებისა და ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ეტაპების განხორციელების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებულ/მოლაპარაკებულ პირობებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის. 8. კონცესიონერის შერჩევის პროცესის შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/ მოლაპარაკებული პირობები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 30 აპრ. 2026
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სერია A დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №6

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-04-30
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 19კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპები
  • 17კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები
  • 20საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 11სატენდერო დოკუმენტაცია
  • 16სატენდერო წინადადებების შერჩევა
  • 17სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10²კონკურსი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 29კონკურენტული დიალოგი
  • 28შეზღუდული პროცედურა

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • 11შეფასების საგანი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10²1116171119101417202426292818
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…პროფესიული საჯარო მოხე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026