საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 26 (დანართი 1). გამარტივებული კონკურსით პირის საჯარო სამსახურში მიღება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანდიდატი  საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისაღებად, როგორც წესი, შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.

2.გამარტივებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეირჩევა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.გამარტივებული კონკურსი ტარდება ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

4.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაძლებელია შეირჩნენ ამ წესის მე-2 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები შესაძლებელია შეირჩნენ ამ თავით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 16.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸83343514 (დ…2 (და…31 (დ…27 (დ…2145111226 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…პროფესიული საჯარო მოხე…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა