საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 19. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონცესიონერის შერჩევის პროცესის ძირითადი ეტაპებია: ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება; ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა; გ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება; დ) წინადადებების წარსადგენად მიწვევა; ე) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენა; ვ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასება; ზ) მოკლე სიის შერჩევა ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა; თ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება; ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება.

2.კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში შესაძლებელია განმარტების ან/და დამატების შეტანა, მათ შორის, შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადების გათვალისწინებით.

3.აკრძალულია კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე იმ პირის დაშვება, რომელიც ნასამართლევია ტერორიზმის დაფინანსებისათვის, თაღლითობისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.

4.კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე პირის დაუშვებლობის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5.დახურული შერჩევის პროცესი ტარდება შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპის გარეშე. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის მონაწილეებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დახურული შერჩევის პროცესის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

6.შერჩევის პროცესის მონაწილეს არ აქვს ერთი და იმავე შერჩევის პროცესისთვის ერთზე მეტი განაცხადის ან წინადადების წარდგენის უფლება. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შეცვალოს საკუთარი განაცხადი ან წინადადება შესარჩევი კომისიისთვის მისი წარდგენის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. შერჩევის პროცესის მონაწილეს ასევე უფლება აქვს, გამარჯვებულის გამოცხადებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე. აღნიშნული უარი არ ზღუდავს შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიდან, მათ შორის, საბანკო გარანტიებიდან, გამომდინარე უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის უფლებებს.

7.სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს არაუმეტეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობის წილს/აქციებს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობა წილის/აქციების 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ძირითადი ეტაპებია: ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება; ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა; გ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება; დ) წინადადებების წარსადგენად მიწვევა; ე) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენა; ვ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასება; ზ) მოკლე სიის შერჩევა ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა; თ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება; ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება. 2. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში შესაძლებელია განმარტების ან/და დამატების შეტანა, მათ შორის, შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადების გათვალისწინებით. 3. აკრძალულია კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე იმ პირის დაშვება, რომელიც ნასამართლევია ტერორიზმის დაფინანსებისათვის, თაღლითობისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის. 4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე პირის დაუშვებლობის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 5. დახურული შერჩევის პროცესი ტარდება შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპის გარეშე. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის მონაწილეებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დახურული შერჩევის პროცესის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 6. შერჩევის პროცესის მონაწილეს არ აქვს ერთი და იმავე შერჩევის პროცესისთვის ერთზე მეტი განაცხადის ან წინადადების წარდგენის უფლება. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შეცვალოს საკუთარი განაცხადი ან წინადადება შესარჩევი კომისიისთვის მისი წარდგენის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. შერჩევის პროცესის მონაწილეს ასევე უფლება აქვს, გამარჯვებულის გამოცხადებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე. აღნიშნული უარი არ ზღუდავს შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიდან, მათ შორის, საბანკო გარანტიებიდან, გამომდინარე უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის უფლებებს. 7. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს არაუმეტეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობის წილს/აქციებს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობა წილის/აქციების 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1620193930 (დ…19 (დ…18172028292719
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა