Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 21

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 21. საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დაცვის ძირითადი ღონისძიებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ობიექტის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დაცვის ძირითადი ღონისძიებებია: მათი ევაკუაცია ან/და თავშესაფრებში მოთავსება, მათი სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით განსახორციელებელი სამოქალაქო უსაფრთხოების სხვა ღონისძიებები.

2.საგანგებო სიტუაციისაგან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის პერსონალი დაცული უნდა იქნეს თავშესაფარში.

3.მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობა, გამოქვაბული, ბუნკერი და გვირაბი, აგრეთვე თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართული და სათავსი (მათ შორის, ორმაგი დანიშნულების) შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავშესაფრად.

4.თავშესაფრის მოვლა-პატრონობას და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას უზრუნველყოფენ ქონების მფლობელობის, განკარგვის ან/და ამ ქონებით სარგებლობის უფლებამოსილების მქონე პირები.

5.თავშესაფრებს და თავშესაფრად ვარგის შენობა-ნაგებობებსა და სათავსებს დადგენილი წესით აღრიცხავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.

6.თავშესაფრის და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის და სათავსის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელია სამინისტროსა   და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავშესაფრის გასხვისება დაუშვებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

7.საგანგებო სიტუაციის ზონიდან  ან/და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური პირების, მატერიალური ფასეულობებისა და ცხოველების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

8.ადამიანთა სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი განხორციელების ორგანიზება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9.თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დაცვის ძირითადი ღონისძიებებია: მათი ევაკუაცია ან/და თავშესაფრებში მოთავსება, მათი სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით განსახორციელებელი სამოქალაქო უსაფრთხოების სხვა ღონისძიებები. 2. საგანგებო სიტუაციისაგან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის პერსონალი დაცული უნდა იქნეს თავშესაფარში. 3. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობა, გამოქვაბული, ბუნკერი და გვირაბი, აგრეთვე თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართული და სათავსი (მათ შორის, ორმაგი დანიშნულების) შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავშესაფრად. 4. თავშესაფრის მოვლა-პატრონობას და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას უზრუნველყოფენ ქონების მფლობელობის, განკარგვის ან/და ამ ქონებით სარგებლობის უფლებამოსილების მქონე პირები. 5. თავშესაფრებს და თავშესაფრად ვარგის შენობა-ნაგებობებსა და სათავსებს დადგენილი წესით აღრიცხავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები. 6. თავშესაფრის და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის და სათავსის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელია სამინისტროსა   და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავშესაფრის გასხვისება დაუშვებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 7. საგანგებო სიტუაციის ზონიდან  ან/და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური პირების, მატერიალური ფასეულობებისა და ცხოველების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად. 8. ადამიანთა სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი განხორციელების ორგანიზება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-6 პუნქტში თავშესაფართან დაკავშირებული წინასწარი თანხმობა სამსახურის ნაცვლად სამინისტროს ევალება; მე-7 პუნქტში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციისას ევაკუაციაზე გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის ნაცვლად მინისტრი იღებს, უფროსის წარდგინებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოხუცთა თავშესაფრების სამართლებრივი რეგულირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 6საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა მოვალეობები
  • 10საგანგებო სიტუაციის პრევენცია
  • 13რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 4

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17²მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 9უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

პენიტენციური კოდექსი

  • 62უსაფრთხოების ღონისძიებები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები

თავდაცვის კოდექსი

  • 162საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 84შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 9დაკავება

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 15მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17²154669610138416262921
მნიშვნელობით ახლოსსაგანგებო მდგომარეობის…ქალთა მიმართ ძალადობის…სამოქალაქო უსაფრთხოები…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026