Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 9

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 9. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიწინასასამართლო და პროცედურული დაცვასახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიგატაცება და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

2.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისთვის თავის არიდების საფრთხე; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას; ე) იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს; ვ) არსებობს ამ კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, ამავდროულად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ზ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის მომსახურების უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება.

4.დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს რესურსის გამოყენებით.

5.დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება მოთავსდეს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

6.დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სხვა სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი სრულწლოვანისგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს, თუ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ოჯახის წევრთა განცალკევებას საჭიროებს.

7.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

8.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

9.თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე.

10.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.

12.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდეს აგრეთვე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმავე კანონით განსაზღვრული საფუძვლით.

13.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას გამოიყენება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი, რომელიც დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მძევლად ხელში ჩაგდება (მუხლი 144) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიგრანტის უკანონო გადაყვანა (მუხლი 344¹) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო გამოსახლება / ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხლი 160)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

უცხოელთა და მოქალა… 4მუხლი 3მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 10უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
  • 29თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება
  • 87ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 9დაკავება
  • 25¹თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება
  • 56თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 64საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 64³უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁹21¹²⁹21¹²⁵46466¹64³925¹563331029879
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026