სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 13. რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით მომზადებასა და მზადყოფნას.

2.რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნა ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვით, რომელიც უზრუნველყოფს მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრისა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას.

3.სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას უზრუნველყოფენ აღნიშნული დაწესებულებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.

4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საგანგებო სიტუაციის პრევენციის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმოს და განახორციელოს მიზნობრივი პროექტები, მათ შორის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

5.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიში (შემდგომ − ვარჯიში).

6.ვარჯიშის სახეებია: ა) სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში; ბ) ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში; გ) კომპლექსური ვარჯიში.

7.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. თავი IV ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით მომზადებასა და მზადყოფნას. 2. რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნა ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვით, რომელიც უზრუნველყოფს მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრისა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას. 3. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას უზრუნველყოფენ აღნიშნული დაწესებულებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საგანგებო სიტუაციის პრევენციის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმოს და განახორციელოს მიზნობრივი პროექტები, მათ შორის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიში (შემდგომ − ვარჯიში). 6. ვარჯიშის სახეებია: ა) სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში; ბ) ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში; გ) კომპლექსური ვარჯიში. 7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. თავი IV ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 სექ. 2022

    მე-7 პუნქტში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამდგენ აქტად მთავრობის დადგენილების ნაცვლად დასახელებულია საქართველოს კანონმდებლობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
416418171012510449713
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სპორტის შესახებრადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა