ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 49 (დანართი 1). ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განთავსება უნდა განხორციელდეს არსებულ მიწისქვეშა არხებში-ღარებში ან/და გვირაბებში. თუ ტერიტორიაზე არ არსებობს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით საინჟინრო ინფრასტრუქტურის განთავსება უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, მაშინ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ახალი ტრანშეების მოწყობის ან მიწისზედა განთავსებით.

2.მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს განაშენიანების სხვა ესთეტიკური პარამეტრების რეგულირებას შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.

3.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განაშენიანების დეტალური გეგმით შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაზუსტება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №485 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განთავსება უნდა განხორციელდეს არსებულ მიწისქვეშა არხებში-ღარებში ან/და გვირაბებში. თუ ტერიტორიაზე არ არსებობს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით საინჟინრო ინფრასტრუქტურის განთავსება უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, მაშინ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ახალი ტრანშეების მოწყობის ან მიწისზედა განთავსებით. 2. მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს განაშენიანების სხვა ესთეტიკური პარამეტრების რეგულირებას შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე. 3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განაშენიანების დეტალური გეგმით შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაზუსტება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №485 - ვებგვერდი, 04.11.2025წ. დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.10.2024წ. ფუნქციური ზონები სამშენებლო ზონები სამშენებლო ქვეზონები კ -1 კ -2 კ -3 განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე ( მ ) საცხოვრებელი ზონა (სზ) სააგარაკე-საცხოვრებელი ზონა (სზ-1) 0.5 0.8 0.3 15* დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2) 0.5 1.2 0.3 15* საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3) 0.5 1.8 0.3 - მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4) 0.5 2.5 0.3 - შერეული ზონა (შზ) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1) 0,5 0.8 0.3 - ცენტრის ზონა (შზ-2) 0.5**/0.7 3.5 0.2 - საქმიანი ზონა (შზ-3) 0.5 ** /0.7 4.6 0.2 - საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4) 0.2 - 0.8 15* კომერციული ზონა (შზ-5) 0.7 - 0.2 15* ინდუსტრიული ზონა (იზ) საწარმოო ზონა (იზ-1) - - 0.2 - სამრეწველო ზონა (იზ-2) - - 0.2 - სპეციალური ზონა (სპზ) კლასტერების ზონა (სპზ-1) - - 0.2 - სხვა სპეციალური ზონა (სპზ-2) - - 0.2 - * გამონაკლისები რეგულირდება განაშენიანების დეტალური გეგმით. ** საგამონაკლისო წესით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციით (მათ შორის, მრავალფუნქციური შენობის დომინირებულად მრავალბინიანი საცხოვერებელი სახლის ფუნქციით) განვითარების შემთხვევაში.“.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3846421915880723667²33 (დ…5 (და…21 (დ…49 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…ტერიტორიების გამოყენებ…კულტურის შესახებადგილობრივი თვითმმართვ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა