დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹³. საჩივრის განხილვა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და ეს ვადა დამატებით არაუმეტეს 3 თვით გააგრძელოს. დავების განხილვის სამსახური აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ატყობინებს შესაბამის მხარეს.

2.დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. შესაბამის მხარეს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ვიდეოკონფერენცია).

3.საჩივრის წარმდგენისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

4.დავების განხილვის სამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ეს უარი ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვადის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი საჩივრის წარმდგენისთვის ჩაბარებიდან.

5.საჩივრის წარმდგენთან დავების განხილვის სამსახურის კომუნიკაციის წესი დგინდება ამ თავითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

    37¹³ მუხლი ადგენს განხილვის 30-დღიან ვადას, გაგრძელების წესს, ზეპირ მოსმენას და ვადის დარღვევის შედეგს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
197¹23⁹30230330041⁹37¹²37¹⁴37¹¹1559010637¹³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საგადახდო სისტემისა და…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა