დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹¹. საჩივრის წარმოებაში მიღება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური საჩივარს წარმოებაში მიიღებს, თუ საჩივარი და მისთვის დართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ თავითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

2.დავების განხილვის სამსახური საჩივართან დაკავშირებით ხარვეზს დაადგენს: ა) თუ საჩივარში მითითებული არ არის საჩივრის წარმდგენის სახელი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო მონაცემი; ბ) თუ საჩივარში მითითებული არ არის საჩივრის წარმდგენის საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირის ფაქტობრივი მისამართი); გ) თუ საჩივრიდან ვერ ირკვევა მოთხოვნის შინაარსი და ვერ ხდება სამართლებრივი საფუძვლების იდენტიფიცირება; დ) თუ საჩივარს არ ერთვის სადავო გადაწყვეტილება; ე) თუ საჩივარი ხელმოწერილი არ არის ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული არ არის; ვ) თუ საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა ან წარმომადგენელმა წარადგინა და მას არ ერთვის სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოჩენისას დავების განხილვის სამსახური საჩივრის წარმდგენს ელექტრონულ შეტყობინებას უგზავნის და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს საჩივრის ჩაბარებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას. საჩივრის წარმდგენის დასაბუთებული თხოვნით ეს ვადა შეიძლება ერთჯერადად, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს.

4.თუ ხარვეზი არსებითად არ უშლის ხელს საქმის გარემოებების გამოკვლევას, დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საჩივარი წარმოებაში მიიღოს, მიუხედავად ხარვეზის არსებობისა. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁴363⁵⁶363⁴197¹30030230341⁶41⁹37¹³37¹⁰37¹²37¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა