Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 41⁹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 41⁹. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:მედიაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, მიზეზის მითითებით, ატყობინებს მხარეებს.

2.კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს.

3.კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ დავის განხილვას ესწრება სულ მცირე 3 წევრი.

4.კომისიის გადაწყვეტილებით მომხმარებლის საჩივარი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს. დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

5.საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დავის განხილვის შეწყვეტა.

6.კომისია წყვეტს დავის განხილვას: ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას; ბ) თუ მომხმარებელი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას; გ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ე) თუ არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით; ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა; ზ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7.კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად. კომისიის გადაწყვეტილების მხარისთვის ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში იგი ჩაბარებულად მიიჩნევა გაგზავნის დღეს. თუ კომისიის გადაწყვეტილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება მატერიალურად ან ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.

8.კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1890 – ვებგვერდი, 16.10.2026წ. თავი VII. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 12 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    ახალი 41⁹ მუხლი ადგენს განხილვის ვადას, გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების წესს, შეწყვეტის საფუძვლებს და გასაჩივრებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 41⁸შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ონლაინ დავების გადაწყვეტასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41²მუხლი 41⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁶საჩივრის წარმოებაში მიღება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 42დავის გადაწყვეტა
  • 38მოსამზადებელი სხდომა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 155სადავო საკითხების განხილვა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹³საჩივრის განხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 303საჩივრის განხილვის შეჩერება
  • 302საჩივრის განხილვა
  • 304დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)საჩივრების განხილვა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

  • 10

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423823⁹30330230441²41⁷41⁶37¹³155901014 (დ…41⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026