1.პროკურატურის თანამშრომელი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარების გამო;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
ვ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;
ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევის გამო;
თ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ი) ინტერესთა ან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
კ) რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო;
ლ) პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების ან სხვა შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო;
მ) შეფასების შედეგად კომპეტენციის კრიტიკული ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;
ნ) შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობისას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში მიღებული უარყოფითი შედეგის გამო;
ო) ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;
პ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ჟ) დისციპლინური წესით სახდელდადებულის მიერ ახალი გადაცდომის ჩადენის გამო;
რ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო;
ს) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
ტ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო;
უ) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
ფ) საპენსიო ასაკის გამო;
ფ
1
) გარდაცვალების გამო;
ქ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
თ ანდა
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“
გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გამო.
2.პროკურატურის თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს პროკურატურიდან შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის თანამშრომელი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:ა) პირადი განცხადებით;ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარების გამო;დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;ე) კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;ვ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევის გამო;თ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;ი) ინტერესთა ან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;კ) რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო;ლ) პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების ან სხვა შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო;მ) შეფასების შედეგად კომპეტენციის კრიტიკული ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;ნ) შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობისას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში მიღებული უარყოფითი შედეგის გამო;ო) ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის გამო;პ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო;ჟ) დისციპლინური წესით სახდელდადებულის მიერ ახალი გადაცდომის ჩადენის გამო;რ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო;ს) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;ტ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო;უ) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;ფ) საპენსიო ასაკის გამო;ფ1) გარდაცვალების გამო;ქ)„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ანდასაქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გამო.2. პროკურატურის თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს პროკურატურიდან შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 29 დეკ. 2018ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
37-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა დათხოვნის საფუძვლები: „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ქმედუნარიანობის შეზღუდვა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება, ხოლო „ფ¹“ ქვეპუნქტით გარდაცვალება.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…პროკურატურის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა