2.მთავრობის წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. მუხლი 39 უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ . მუხლი 40 მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
მუხლი 38¹. მთავრობის წევრი უფლებამოსილია უმაღლეს საბჭოს მიმართოს მოსმენის მიზნით.
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიგჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
