Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 135

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2.მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

5.საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

6.კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.

8.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

9.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.

10.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.

11.უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 2. მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო. 5. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში   განხილვის მიმდინარეობის შესახებ. 6. კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად   წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს ბიუროს. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე. 8. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. 9. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით, ერთი მოსმენით. 10. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. 11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 134შემდეგი მუხლი 136

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 134რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 103რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 41რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება
  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 142სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 41

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 39

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 109ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1091021049810341120134394130142135
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026