1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს (შემდგომში – პრიორიტეტების დოკუმენტი).
2.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით, მოხსენება მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
3.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.
