Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 120

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ განრიგს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებში და ფრაქციებში  განხილვის შესახებ.

2.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.

3.უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე თავის მოხსენებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები და ფრაქციები. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტების მიერ, რეგლამენტის 36-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება.

5.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

6.დარგობრივ კომიტეტებში განხილვების დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასა და პრიორიტეტების დოკუმენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.

7.საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს  კრებსითი სახით.

8.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმის შემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

9.მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 5 დეკემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

10.მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

11.საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა განიხილავს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

წინა მუხლი 119შემდეგი მუხლი 121

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 36

მიუთითებენ მასზე

მუხლი 123

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 119რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 123რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 97რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 100ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
  • 32რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102100981049712336135119302832136120
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026