Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 28

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 28. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად.

2.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა)   რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; ე) რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას; ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს ; თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.

4.წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს: ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ; ბ) მიმდინარე წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს; დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ; ე) ინფორმაციას ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“  და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

7.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე.

8.რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.

9.ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-16

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 32რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა
  • 26საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 100ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 119რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 122რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 97რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 38¹უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
100102979810011912012238¹30634322628
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023