Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 130

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 130. მინისტრის საათი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²456

1.მინისტრის საათი გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. მოხსენება, ასევე, უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული.

2.მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების უმაღლეს საბჭოში წარდგენის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტებისა და ფრაქციების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს უმაღლესი საბჭოს ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა ნებისმიერ დროს, ისე, რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადა. განრიგი უნდა შედგეს ისე, რომ საგაზაფხულო სესიის თითო მორიგ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იყოს არანაკლებ ერთი მინისტრის მოხსენება მაინც, გარდა მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დღისა.

3.მთავრობის შესაბამის წევრს უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე.

3¹.მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მთავრობის შესაბამის წევრს. კითხვა წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით, მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის კითხვა უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის შესაბამისი წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პასუხი გასცეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ კითხვას.

3².ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით მთავრობის შესაბამისი წევრის მიმართ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ დასმული კითხვა უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის შესაბასამისი წევრი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე არ ისაუბროს ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით წარდგენილ კითხვაზე.

4.მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც ეძლევა 45 წუთი.

5.მთავრობის ცალკეული წევრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ 1 საათის განმავლობაში მიმართონ მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6.კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №67-Iს. - ვებგვერდი, 19.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მინისტრის საათი გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით   გამოსვლას. მოხსენება, ასევე,   უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული. 2. მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების უმაღლეს საბჭოში წარდგენის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტებისა და ფრაქციების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს უმაღლესი საბჭოს ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა ნებისმიერ დროს, ისე, რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადა. განრიგი უნდა შედგეს ისე, რომ   საგაზაფხულო სესიის თითო მორიგ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იყოს არანაკლებ ერთი მინისტრის მოხსენება მაინც, გარდა მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დღისა. 3. მთავრობის შესაბამის წევრს უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე. 3 1 . მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მთავრობის შესაბამის წევრს. კითხვა წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით, მთავრობის შესაბამისი წევრის უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს  2 კვირისა. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის კითხვა უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის  შესაბამისი წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პასუხი გასცეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ კითხვას. 3 2 . ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით მთავრობის შესაბამისი წევრის მიმართ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ დასმული კითხვა  უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ ეგზავნება მთავრობის შესაბამის წევრს. მთავრობის შესაბასამისი წევრი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე არ ისაუბროს ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით წარდგენილ კითხვაზე. 4. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც ეძლევა 45 წუთი. 5. მთავრობის ცალკეული წევრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ 1 საათის განმავლობაში მიმართონ მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 6. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №67-Iს. - ვებგვერდი, 19.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 19 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 129შემდეგი მუხლი 131

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2022
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 131აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
  • 128აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
  • 126უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 37
  • 22

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 36
  • 35

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 113აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
  • 109აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 7 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16 (დ…7 (და…11310911137221311281263635130
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026