Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 111

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 111. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უმაღლესი საბჭო კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.

4.თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

5.თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6.თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს დადგენილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი. 4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს   დადგენილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 აპრ. 2014

    111-ე მუხლის მე-11 პუნქტში ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ დადებითი დასკვნის გამცემი კომისია სახელდებულია როგორც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 110შემდეგი მუხლი 112

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 აპრ. 2014
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65პოლიტიკური განცხადებები
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 66ხმის მიცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
  • 80პოლიტიკური განცხადებები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 152თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 35
  • 37
  • 38

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 37

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
646579663537381299580437152111
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026