აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 150. უმაღლესი საბჭოს დაცვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2.უმაღლესი საბჭოს აპარატი სახელმწიფო დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3.უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში დაუშვებელია, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.

4.იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილების უფლება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5.უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ასევე შესაძლებელია დაევალოს უმაღლესი საბჭოს აპარატის მანდატურს. მანდატურის პოზიციის შემოღებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უფლებამოსილებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით. თავი XVIII პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13 (დ…12 (დ…11 (დ…4122119120131471494239150
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა