საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 239. პარლამენტის დაცვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2.პარლამენტის აპარატი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3.პარლამენტის სასახლეში ყველასთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრისთვის, დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.

4.პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად პარლამენტი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმოს პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, მოქალაქეობა, ფოტოსურათი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები. კარი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XXXI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის სასახლეში ყველასთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრისთვის, დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით. 4. პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად პარლამენტი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმოს პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, მოქალაქეობა, ფოტოსურათი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები. კარი X.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XXXI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2439364019434515015233236239
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახელმწიფო…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა