აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 156. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

2.რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრის და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხით და დგინდება არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

3.რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგენა და არჩევა ხდება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.რეგლამენტის ამოქმედებისთანავე უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას იძენს ამ რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი.

5.რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხი განისაზღვრება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

6.(ამოღებულია - 11.12.2025, №50-Iს). ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. 2. რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრის და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხით და დგინდება არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. 3. რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგენა და არჩევა ხდება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას იძენს ამ   რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი. 5. რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხი განისაზღვრება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. 6. (ამოღებულია - 11.12.2025, №50-Iს). ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…13 (დ…11 (დ…4111¹181516141473254495156
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა