Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 155

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 155. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026
თემები:პოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უმაღლესი საბჭოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.

2.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.

3.უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში უმაღლესი საბჭოს იმ ფრაქციის წევრთა რაოდენობა, რომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი წევრი არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4.ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი, წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.

5.შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ  კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

6.უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

7.ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.

8.ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. თავი XIX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

წინა მუხლი 154შემდეგი მუხლი 156

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 157

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 51უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 49ფრაქციის შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 127ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 41უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 232ეთიკის საბჭო და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი

მედიაციის შესახებ

  • 15¹ეთიკის კომისია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

ადვოკატთა შესახებ

  • 28საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 50საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281350127224115729514915¹5232155
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…მედიაციის შესახებაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026