Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 80

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 80. პოლიტიკური განცხადებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ არაუმეტეს 60 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთისა.

2.უმაღლესი საბჭოს წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელსაც ადგენს სხდომის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს წევრს ასევე უფლება აქვს პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა თანმიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს.

3.თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის არ მიმართავს უმაღლესი საბჭოს არც ერთი წევრი, უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ არაუმეტეს 60 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთისა. 2. უმაღლესი საბჭოს წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელსაც ადგენს სხდომის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს წევრს ასევე უფლება აქვს პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა თანმიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს. 3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის არ მიმართავს უმაღლესი საბჭოს არც ერთი წევრი, უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 79შემდეგი მუხლი 81

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2024
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 131აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65პოლიტიკური განცხადებები
  • 64პოლიტიკური დებატები
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 89პოლიტიკური განცხადებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 11 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • 9 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს არჩევნები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 3

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16 (დ…11 (დ…9 (და…656411131291317488980
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026