Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 89

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 89. პოლიტიკური განცხადებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა და რიგგარეშე სესიის სხდომებისა) კვირის სამშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობათ დრო განცხადებებისთვის. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობა დაუშვებელია. განცხადებებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72 წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე.

2.განცხადებებისთვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო ფრაქციის წევრები − ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით, დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ასევე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში ჩაეწეროს განცხადებების პროცედურის მიმდინარეობისას. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე სიტყვით გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის პლენარულ სხდომას არ ესწრება ან კუთვნილი დროით არ სარგებლობს, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება.

3.თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოს განცხადებისთვის არცერთი პარლამენტის წევრი არ მიმართავს, სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას.

4.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში პარლამენტის წევრებს დრო განცხადებებისთვის პლენარული სხდომების მიმდინარე კვირის სხვა დღეს გამოუყოს. ასეთ შემთხვევაში განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განცხადებისთვის შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა და რიგგარეშე სესიის სხდომებისა) კვირის სამშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობათ დრო განცხადებებისთვის. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობა დაუშვებელია. განცხადებებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72 წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე. 2. განცხადებებისთვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო ფრაქციის წევრები − ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით, დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ასევე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში ჩაეწეროს განცხადებების პროცედურის მიმდინარეობისას. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე სიტყვით გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის პლენარულ სხდომას არ ესწრება ან კუთვნილი დროით არ სარგებლობს, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება. 3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოს განცხადებისთვის არცერთი პარლამენტის წევრი არ მიმართავს, სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში პარლამენტის წევრებს დრო განცხადებებისთვის პლენარული სხდომების მიმდინარე კვირის სხვა დღეს გამოუყოს. ასეთ შემთხვევაში განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განცხადებისთვის შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 88შემდეგი მუხლი 90

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 88პოლიტიკური დებატები
  • 152თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 85პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65პოლიტიკური განცხადებები
  • 64პოლიტიკური დებატები
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 80პოლიტიკური განცხადებები
  • 79პოლიტიკური დებატები
  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7
  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
416564111807912974881528589
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026