1.უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას.
2.უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.
3.უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული/რიგგარეშე სხდომა/სესია, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. პლენარული სხდომის კვირაში, ხუთშაბათის გარდა სხვა დღეს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
4.საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.
5.საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომას იწვევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის რეგლამენტის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.
6.ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიები, როგორც წესი, არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება აუცილებლობის შემთხვევაში.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას.
2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.
3. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული/რიგგარეშე სხდომა/სესია, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. პლენარული სხდომის კვირაში, ხუთშაბათის გარდა სხვა დღეს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
4. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.
5. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომას იწვევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის რეგლამენტის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოსმორიგი სესიები, როგორც წესი, არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება აუცილებლობის შემთხვევაში.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა