Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 3

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 19 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანტრესოლი – ინტერიერის/სამყოფის სივრცეში ია­ტა­­­კის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართუ­ლად; ბ) არასრული სართული – სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ზედაპირის ნიშნულიდან ჭერის ზედაპირამდე 1.8 მეტრიდან 2.3 მეტრამდეა. გ) ახალი მშენებლობა – მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი /განთავსება; დ) არამზიდი კონსტრუქცია – კონსტრუქცია, რომელიც გავ­ლე­ნას არ ახდენს შენობა-ნაგებობის ძირითადი კონს­ტრუქ­ციული სისტემის სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე; ე) გამწვანების პროექტი − სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთ­მშე­ნებ­ლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიე­ბისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განა­შენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცუ­ლობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმა­რებით პარამეტრებს; აზუსტებს კულტურული მემკვიდ­რეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებ­ლობით მახა­სიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტო­რიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატ­რანსპორ­ტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას; ზ) განაშენიანებული ტერიტორია – დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია, მოიცავდეს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ს. თ) გრუნტი – ყველა სახის იმ ქანის განზოგადებული დასახელება, მათ შორის ნიადაგი, რომელსაც შეიცავს მიწის ნაკვეთი; ი) დაკავებულობა − შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის, ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება. კ) დაფარული სამუშაოები – ისეთი სამშენებლო კონს­ტრუქციული სამუშაოები, რომლებიც დასრულებულ მდგომა­რე­ო­ბაში სხვა მასალებით ან გრუნტით არის დაფარული (მაგ.: ბეტონში მოქცეული არმატურა, საძირკვლის ჰიდროიზოლა­ცია); ლ) დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ – დამკვეთის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობებთან სრული შესაბამისობა. მ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მა­თი ნაწილების დანგრევა/დაშლა; ნ) დროებითი შენობა და ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა); ო) იატაკი – ყველა სახის სართულისათვის მისი ქვედა ჰო­რი­ზონტალური ზედაპირი. იატაკის ნიშნული წარმოადგენს ამ ჰორიზონტალური ზედაპირის ნიშნულს; პ) იატაკის ზედაპირი – იატაკის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ზედა ნიშნული; ჟ) იატაკის მოპირკეთების ზედაპირი – იატაკის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ზედა მოპირკეთებული ზედაპირის ნიშნული; რ) ინფრასტრუქტურა – საინჟინრო-ტექნიკური და კომუ­ნა­ლური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნა­გე­ბობებისა და ქსელების ერთობლიობა; ს) კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნა­გებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის; ტ) ლანდშაფტური მშენებლობა – პარკის, ბაღის, ბულ­ვარის, სკვერის მშენებლობა და სამშენებლო მიწის ნაკ­ვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობა, აგრეთვე ნარგავების, გაზონები­სა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობა; უ) ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები – კონკრეტული მიწის ნაკვეთის კომუნალური მომსახურებისათ­ვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა; ფ) ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუ­ნალური ქსელები – კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან/და შენო­ბა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები, რომლებიც გამოიყენება საერთო სარგებლობის მიზ­ნით; ქ) ლოჯია – შენობის ფასადში შეჭრილი, სამი მხრი­დან კედლებით შემოსაზღვრული, გადახურული, ფასადის მხრი­დან გახსნილი და მოაჯირით შემოკავებული სამყოფი; ღ) მანსარდა – ისეთი სხვენის სივრცე, რომელიც გამო­ყე­ნებულია საცხოვრებლად/სამყოფად. მანსარდა ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფარ­თობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,5 მეტრი ან მეტი; ყ) მიწის ნაკვეთი – საკუთრების უფლების ობიექტი, შემოსაზღვ­რული ერთი უწყვეტი წირით, რომელიც წარმო­ადგენს საკა­დასტრო ერთეულს და ამ დადგენილების შესაბა­მისად შესაძ­ლებელია გამოიყენებოდეს სამშენებლო საქმიანო­ბის განვითა­რების მიზნით; შ) მიწის ნაკვეთის ფართობი – მიწის ნაკვეთის საზღვ­რებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექ­ციის ფართობი 1 მ 2 სიზუსტით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ჩ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობე­ბი – პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამ­შენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამ­შენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები; ც) მიწისზედა სართული – სართული, რომლის იატაკის ნიშ­ნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრი ან მეტია; ძ) მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; წ) მონტაჟი – სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის აწყობა, განთავსება; ჭ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვა – განსაკუთრებული იერარ­ქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკი­დებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრი­სით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებ­ლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; ხ) ნაგებობა − სამშენებლო მასალებისაგან ან /და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის სათავსების /სამყოფების/სადგომების არსებობა; ჯ) ნულოვანი ნიშნული – შენობა-ნაგებობის საკონტ­როლო ნიშნული, რომელიც წარმოადგენს მიწისპირა ან პირ­ველი მიწისზედა სართულის იატაკის ნიშნულს; ჰ) პიკეტი – საავტომობილო გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი; ჰ 1 ) რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკუ­რი, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით; ჰ 2 ) სადგომი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნა­წი­ლი, რომელიც გამოიყენება ცხოველთა სადგომად; ჰ 3 ) საინჟინრო-კომუნალური ქსელები – დასახლებათა ტე­რი­ტორიებზე, მათ შორის, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ან/და მის ფარგლებს გარეთ არსებული ძირითადი, საერთო ან/და ლოკალური წყალმომარაგების, წყალარინების, გათბო­ბის, ნავთობპროდუქტებისა და სხვადასხვა აირების მილსადე­ნების სისტემა, აგრეთვე ელექტრომომარაგებისა და უკაბელო ან საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები/ქსელები; ჰ 4 ) სამშენებლო დოკუმენტი – ამ დადგენილების მოთ­ხოვ­ნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დო­კუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გა­ცე­მისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს; ჰ 5 ) სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა – შენობა-ნა­გე­ბობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებ­ლო დოკუმენ­ტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება (მშენებ­ლობა), რაც სა­ჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას; ჰ 6 ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – ფუნქციური ზონე­ბის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი მიწის ნაკ­ვეთი, რომელსაც უკავშირდება არანაკლებ ერთი მისასვლე­ლი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით; ჰ 7 ) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციე­ლე­ბის დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის; ჰ 8 ) სამშენებლო რეგლამენტი – სამშენებლო საქმიანო­ბის მარეგულირებელი ნორმატიული აქტ(ებ)ი, რომელიც მოი­ცავს სამშენებლო-ტექნიკურ ნორმებს, სამშენებლო სტანდარ­ტებსა და რეკომენდაციებს; ჰ 9 ) სამშენებლო სამუშაო – მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რე­კონს­ტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს; ჰ 10 ) სამშენებლო საქმიანობა – ტერიტორიის სივრცითი მოწ­ყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების დო­კუმენტების მომზადების, არქიტექტურული პროექტების მომზა­დების, სამშენებლო მოედნის, შენობა-ნაგებობებისა და სხვა საჭირო კვლევების განხორციელების, შენობა-ნაგებობათა ან მათი ნაწილების მშენებლობის განხორციელების დოკუმენ­ტების მომზადების, მშენებლობის წარმოებისა და სანებართვო პირობების შესრულების მთელი პროცესი; ჰ 11 ) სამყოფი – შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გა­მო­იყენება ადამიანთა ხანგრძლივი დროით დაყოვნებისათვის; ჰ 1 2 ) საპროექტო სამუშაოები – სამუშაოთა ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები; ჰ 13 ) საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე – განაშენია­ნე­ბული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკ­ვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრ­ცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის; ჰ 14 ) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი, რომე­ლიც გამოიყენება საგანთა/მოძრავი ნივთების შესანახად, საწ­ყობად, სათავსად; ჰ 15 ) სხვენი – შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე; ჰ 16 ) ტერასა (ბანი) – გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემო-კავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი; ჰ 17 ) ტექნიკური სართული – საინჟინრო მოწყობილობათა განსათავსებელი ან კომუნიკაციების გასაყვანი სართული, რომ­ლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე 1.8 მეტრზე ნაკლებია; ჰ 18 ) უნებართვო მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან /და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება; ჰ 19 ) შენობა − სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელია სათავსების /სამყოფების /სადგომების არსებობა; ჰ 20 ) შენობა-ნაგებობის დეფორმაცია – ობიექტის ფორმის, ზომების შეცვლა და მდგრადობის შემცირება (ჯდენა, გადახ­რა, ცოცვა) სხვადასხვა დატვირთვებისა და ტექნოგენური ხა­სიათის ზემოქმედების შედეგად; ჰ 21 ) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება – სააგენტოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ჰ 22 ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის (ნაწილობრივ) ექსპლუატაციაში მიღება – სააგენტოს მიერ შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ ნაწილ(ებ)ზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ჰ 23 ) ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელები – და­სახ­ლე­ბის ან მისი ნაწილის კომუნალური მომსახურებისათვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა; ჰ 24 ) ჭერი – სართულის გადახურვის კონსტრუქციის ქვე­და ზედაპირი; ჰ 25 ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა: სა­­­ავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილ­გაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი), ფუნიკულიორი. ჰ 26 ) კონსტრუქციული მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო და­ტ­ვირ­თვების ზეგავლენისას; ჰ 27 ) კონსტრუქციული სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთო­ბი­სა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება რღვევების გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; ჰ 28 ) გადახურვა – შენობა-ნაგებობის ჰორიზონტალური კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც ვერტიკალურად ერთმანეთისგან ყოფს შენობა-ნაგებობის სართულებს ან სათავსებს/სამყოფებს/სადგომებს; ჰ 29 ) ტოპოგრაფიული გეგმა – ტერიტორიის ნაწილის ორთოგონალური პროექციის მსხვილმასშტაბიანი (მასშტაბი 1:10000 და ნაკლები) ნახაზი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, რომელიც პირობითი აღნიშვნების გამოყენებით, დედამიწის დონებრივი სიმრუდის გარეშე ასახავს ფიზიკურ გარემოს; ჰ 30 ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავები – განმარტებული უნდა იქნას „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისად განსაზღვრული კედელი, ტიხარი და სხვა მსგავსი.

2.ამ წესში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლში, ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში გამოყენებული ტერმინთა განმარტებები. თავი II მშენებლობის სახეობები

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 20 მაი. 2026

    Definition of 'entities in the defense and security sector' broadened to encompass not only core ministries but also their subordinate state agencies, public law entities, and legal entities they control with >50% ownership.

  2. 24 ოქტ. 2025

    Revised definitions of 'structure' and 'building' to clarify the distinction between them within the context of permitting for significant objects, including nuclear facilities.

  3. 16 აპრ. 2025

    Definition of 'section' changed from unspecified to a 100-meter segment of road or pipeline.

  4. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2024

    Defines 'building's internal physical infrastructure' as the physical infrastructure or installations up to the end user, including elements for wired/wireless networks and electronic communication services.

  5. 4 ოქტ. 2022

    Definition of 'entities in the defense and security sector' expanded to include subordinate state legal entities with >50% ownership by those ministries/agencies.

  6. 15 დეკ. 2020

    Defines 'supervisory/expert companies' as those selected by the government or internal departments for procurement purposes.

  7. 20 ივნ. 2019

    Definition expanded to include entities within the Georgian defense and security sectors (Ministry of Internal Affairs, Ministry of Defense, State Security Service, and their subordinate bodies).

  8. 11 ივნ. 2019

    Clarifies that the regulation applies to construction permits for significant facilities (including those involving radiation or nuclear materials).

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-05-19 · №28

0
ციტირებულია მუხლი
8
ცვლილება
ბოლო 2026-05-20
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²93
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო