ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 39 (დანართი 1). ამ თავის მიზნები, ძირითადი პრინციპები და გავრცელების ფარგლები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავის მიზანია მიჯნის ზონის რეგულირება და ძირითადი ფუნქციის შენობის დამხმარე შენობა-ნაგებობათა განთავსების წესის დადგენა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ისე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას.

2.ამ თავის მიზნებისთვის: ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის: საზოგადოებრივი საზღვარი და სამეზობლო საზღვარი; ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. ასეთ შემთხვევაში, უპირატესი არის უფრო გრძელი მონაკვეთი; გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს; დ) შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა; ე) ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია დადგინდეს განაშენიანების რეგულირების ხაზი (ლურჯი ხაზი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზი (წითელი ხაზი).

3.დაუშვებელია ერთი შენობის ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე განთავსება.

4.როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ მიჯნის ზონა იანგარიშება შესაბამის საზღვრის მხარეს არსებული შენობის უახლოესი წერტილიდან, იმ შემთხვევაში, თუ გამოწეული ნაწილების საანგარიშო ზედაპირის ფართობი 50%-ზე მეტია ძირითადი ფასადის საანგარიშო ზედაპირის ფართობზე.

5.მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, თუ კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ თავით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

6.ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების ნაგებობების მიმართ. სპეციალური დანიშნულების ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედებს ამ ზონისთვის შესაბამისი კანონმდებლობით ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
383714746465365538 (დ…41 (დ…33 (დ…1 (და…39 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა