Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 13

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 13. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებაგანახლებადი ენერგიაESG შესაბამისობაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლიკლიმატის პოლიტიკა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.განაცხადი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად (შემდგომ − განაცხადი) და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოს  ელექტრონული ფორმით წარედგინება.

2.განაცხადი, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); ბ) ინფორმაციას საქმიანობისა და გამოყენებული მოწყობილობის/დანადგარების შესახებ; გ) ინფორმაციას ნედლეულის, დამხმარე და სხვა მასალების, ასევე მოხმარებული/წარმოებული ენერგიის შესახებ; დ) ინფორმაციას ემისიის წყაროს, პროგნოზირებადი ემისიებისა და მათი გარემოზე ზემოქმედების შესახებ; ე) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საბაზისო ანგარიშს (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ინფორმაციას შემოთავაზებული ტექნოლოგიის, მათ შორის, ემისიის პრევენციის ან, სადაც ეს შეუძლებელია, მისი შემცირებისთვის გამოყენებული ტექნიკის შესახებ; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებს, მათ შორის, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებებს; თ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც იგეგმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით; ი) გარემოში ემისიების მონიტორინგის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს; კ) შეთავაზებული ტექნოლოგიის, ტექნიკისა და ღონისძიებების შესწავლილ ძირითად   ალტერნატივებს; ლ) საქმიანობის შეწყვეტისას საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან, რემედიაციასა და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებულ შეთავაზებულ ღონისძიებებს; მ) ამ პუნქტის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს.

3.განაცხადს უნდა დაერთოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, ასევე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

4.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაცხადს ასევე უნდა დაერთოს ამავე  კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში განაცხადში ასევე ასახული უნდა იქნეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით.

5.განაცხადში ასახული ინფორმაცია საჯაროა. თუ განაცხადი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ ინფორმაციას, იგი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განაცხადით მოითხოვოს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასა და  მასთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა საქმიანობაზე ერთი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები ერთსა და იმავე ადგილზე ხორციელდება და უშუალოდ (მათ შორის, ტექნიკურად) ურთიერთდაკავშირებულია.

7.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 ლარს.

8.დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისას ადმინისტრაციული წარმოების დროს, დამატებით: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 2 500 ლარი; ბ) ამ კანონის  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 5 000 ლარი.

9.განაცხადის განხილვასა და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევებში გადახდილი მოსაკრებელი არ ბრუნდება. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

10.განაცხადის  ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • გარემოს სასამართლო პროცესის წარმომადგენლობასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

6
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
10
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 78გარემოსდაცვითი შეფ… 10მუხლი 10მუხლი 11მუხლი 17მუხლი 20მუხლი 4მუხლი 8წყლის რესურსების მ… 17წყლის რესურსების მ… 20

მიუთითებენ მასზე

გარემოსდაცვითი შეფ… 11მუხლი 12მუხლი 15მუხლი 19მუხლი 30მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 12ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სკოპინგის პროცედურა
  • 26ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 13გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
781110121410111720481519172013
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ზოგადი ადმ…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026