Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 11

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 11. განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:ნარჩენების მართვაგარემოზე ზემოქმედების შეფასებაკლიმატის პოლიტიკაESG შესაბამისობაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:134567

1.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. აღნიშნული განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით. [ 1 1 . თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად. ამ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; [ ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები.

3.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

4.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია.

5.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების (თუ სკრინინგის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება) მისაღებად გადაიხდევინება გზშ-ის მოსაკრებელი. გზშ-ის მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6.გადახდილი გზშ-ის მოსაკრებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ბრუნდება.

7.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწესებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 15 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1770 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. აღნიშნული განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით. [ 1 1 . თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად. ამ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში აისახება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; [ ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. 3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების (თუ სკრინინგის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება) მისაღებად გადაიხდევინება გზშ-ის მოსაკრებელი. გზშ-ის მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. გადახდილი გზშ-ის მოსაკრებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ბრუნდება. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწესებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 15 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1770 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 12 მარ. 2021 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 22 სექ. 2020 – 1 მარ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მდგრადობის ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სანაპირო განვითარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 13მუხლი 17მუხლი 20სამრეწველო ემისიებ… 13წყლის რესურსების მ… 17წყლის რესურსების მ… 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 51მუხლი 7მუხლი 7¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 8გზშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში
  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 7¹ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 19ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა
  • 13ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 8 (დანართი 1)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 36ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35247¹101317201251781513172011
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…წყლის რესურსების მართვ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026