Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 65

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 65. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.

2.შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის სააგენტოს ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი მიმართავს განცხადებით.

3.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის; ბ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა); გ) შენობა-ნაგებობებში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;

4.შენობა‑ნაგებობის (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის; ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მითითებით) 3 ეგზემპლარად და განმარტებითი ბარათი; გ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ; დ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირება) მზადყოფნის შესახებ; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

5.საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა; ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები.

6.თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

7.თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მაი. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №30

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 64ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა
  • 66შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 139შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
  • 139¹შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე 1. დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის საქართველოს კანონმდებლობი
  • 141³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 25²შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე
  • 103³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15⁶შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶15⁶25²103³139139¹141³2646643619 (დ…65
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…სანებართვო დოკუმენტაცი…საჯარო რეესტრის შესახე…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026