Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 25⁶

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 25⁶. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:ზოგადი ბიზნესიპროფესიული ლიცენზირებაკრიპტო ლიცენზირებაციფრული ბანკინგისაავიაციო ლიცენზირებასაკვები და სასმელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

2.საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს განაცხადი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

3.განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს რეზიდენტისათვის – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოსათვის – მისი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დეტალური აღწერა; გ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს; დ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს; ე) აუდიტის დასკვნა განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ; ვ) არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ახორციელებდა საქმიანობას ბოლო 5 წლის განმავლობაში; ზ) განმცხადებლის წერილობითი გარანტია, რომ საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იგი სააგენტოს წარუდგენს სრულ ინფორმაციას ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შესახებ; თ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრებისა და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

4.თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას: ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია; ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით; გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან; დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

5.თუ განმცხადებელი აფილირებული კომპანიაა, მისმა მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს წერილობითი გარანტია ფინანსური უზრუნველყოფისა და საქმიანობის განხორციელების შესახებ.

6.განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ: ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ; გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა; დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4001 – ვებგვერდი, 21.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 21 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 17 იან. 2003 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ივლ. 2015
  2. 3 იან. 2007

    25⁶ მუხლის შესაბამის პუნქტში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილი ორგანო კომისიის ნაცვლად სააგენტოა; 10 წლის ზღვარი და ხელახალი განაცხადის საფუძველი უცვლელია.

  3. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    25⁶ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში თანხმობისა და შეტყობინების ადრესატად სააგენტოს ნაცვლად კომისია მიეთითა. იგივე ჩანაცვლება შეეხო ლიცენზიის ვადის არა უმეტეს 10 წლით გაგრძელების უფლებამოსილებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25⁵შემდეგი მუხლი 25⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექიმის ლიცენზის განაცხადი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კბილის პრაქტიკის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 3 ცვლილება · ბოლო 21 ივლ. 2015
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 30²საქმიანობის არსებული ლიცენზია
  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები
  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 6სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 5ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 6განცხადების

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 10საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 6ლიცენზიის გაცემის პროცედურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9630²25¹⁰25⁸5101664161325⁶
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სამეწარმეო საქმიანობის…მაუწყებლობის შესახებსამედიცინო და ფარმაცევ…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026