განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 67³. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

რედაქცია №30კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №31 (02.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №30 (01.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები შეიძლება, განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის აღებამდე, თუ არსებობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.

2.ამ თავის მიზნებისთვის გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება ბუნებრივი ან ტექნოგენური გარემოება ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის შედეგად იმდაგვარად დაზიანდა ან ზიანდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტი, რამაც გამოიწვია ან გარდაუვლად გამოიწვევს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გათიშვას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების წარმოების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ დაუყონებლივ მიმართავს სააგენტოს წერილობითი ფორმით. ამ თავის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად.

5.მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებისას ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6.ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მშენებლობის დამკვეთი ვალდებულია, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვიდან 2 წლისა, უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასების წარდგენა და ამავე დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მშენებლობა ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად. მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 01.10.2026წ. თავი XX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 31 მაი. 2019 – 2 ოქტ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
626⁴228²25²67²646816326034767³
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…განახლებადი წყაროებიდა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა