Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 34

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 34. ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგიის განაწილებანარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონითა და შესაბამისი ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები; ბ) ჰქონდეს აღრიცხვის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია შესაბამის ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვა; გ) დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნები; დ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები; ე) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნები; ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობისას დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; ზ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება; თ) მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ი) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, აგრეთვე ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირებისთვის, ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის; კ) ქსელის წესებით დადგენილი წესებითა და პირობებით გაითვალისწინოს სათანადო გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ; ლ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება.

2.ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც 100-კილოვატიანი ან მეტი ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ოპერირებას ახორციელებს, ვალდებულია შეინახოს და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საათობრივი მონაცემები, რომლებიც საჭიროა სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მონაწილეთა მიერ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან  (მათ შორის, ფასის შეთავაზებასთან)  დაკავშირებული ქმედებების გადასამოწმებლად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოების ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარანტირებული რეზერვების შესახებ მონაცემებს, მათ შორის, ფასების შეთავაზებისა და ელექტროენერგიის წარმოების თითოეული ობიექტის დონეზე ელექტროენერგიის წარმოების დროს გარანტირებული რეზერვების განაწილების შესახებ.

4.კომისია ზედამხედველობას უწევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ცალკეულ ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და სხვა ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს მოსთხოვოს აღნიშნული პრინციპების შესასრულებლად სპეციალური ზომების მიღება.

5.ელექტროენერგიის თითოეული მწარმოებელი ვალდებულია სათანადო ფორმით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების პროგრამა და წლიური ანგარიში ამ ღონისძიებების განხორციელების შედეგების შესახებ.

6.თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ელექტროენერგიის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს.

7.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტებით შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული მოთხოვნები ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუზღუდავად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონითა და შესაბამისი ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები; ბ) ჰქონდეს აღრიცხვის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია შესაბამის ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვა; გ) დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნები; დ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები; ე) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნები; ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე მონაწილეობისას დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; ზ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება; თ) მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ი) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, აგრეთვე ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირებისთვის, ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის; კ) ქსელის წესებით დადგენილი წესებითა და პირობებით გაითვალისწინოს სათანადო გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ; ლ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის. ამ ვალდებულების შესრულება საზედამხედველო შემოწმებას ექვემდებარება. 2. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც 100-კილოვატიანი ან მეტი ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ოპერირებას ახორციელებს, ვალდებულია შეინახოს და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საათობრივი მონაცემები, რომლებიც საჭიროა სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მონაწილეთა მიერ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან  (მათ შორის, ფასის შეთავაზებასთან)  დაკავშირებული ქმედებების გადასამოწმებლად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოების ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარანტირებული რეზერვების შესახებ მონაცემებს, მათ შორის, ფასების შეთავაზებისა და ელექტროენერგიის წარმოების თითოეული ობიექტის დონეზე ელექტროენერგიის წარმოების დროს გარანტირებული რეზერვების განაწილების შესახებ. 4. კომისია ზედამხედველობას უწევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ცალკეულ ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და სხვა ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს მოსთხოვოს აღნიშნული პრინციპების შესასრულებლად სპეციალური ზომების მიღება. 5. ელექტროენერგიის თითოეული მწარმოებელი ვალდებულია სათანადო ფორმით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების პროგრამა და წლიური ანგარიში ამ ღონისძიებების განხორციელების შედეგების შესახებ. 6. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ელექტროენერგიის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს. 7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტებით შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული მოთხოვნები ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუზღუდავად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    34-ე მუხლის მე-2 პუნქტში ბაზრების ჩამონათვალი და გადასამოწმებელი ქმედებების წრე ახლებურად ჩამოყალიბდა: ორგანიზებული ბაზრები, ყიდვა-გაყიდვა და ფასის შეთავაზება, სარეზერვო ბაზრების გარეშე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი
  • მზის ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 33ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები
  • 52გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები
  • 32ელექტროენერგიის წარმოების პირობები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 6დილერის ვალდებულებები
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67³ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები
  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3413⁵13 (დ…10 (დ…67³16643352322534
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026