1.ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.
2.ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.2. ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს სივრცის და…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა