Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 7

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 7. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელეკომუნიკაციებიკომუნალური მიერთებებიდეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ავტორიზებულ პირს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია იმ სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების განზრახვის შესახებ, რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან გაფართოება.

2.ავტორიზებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საპროექტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში შესაბამისი პროექტის წარდგენამდე 1 თვით ადრე. ავტორიზებული პირები შესაძლებელია ცალ-ცალკე ან ერთად ჩაერთონ დაგეგმილ სამუშაოებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან გაფართოების მიზნით.

3.ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე შეთანხმების მისაღწევად ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებს, რომლებზედაც მშენებლობის ნებართვა/თანხმობა უკვე გაიცა, ამ ნებართვის/თანხმობის გაცემის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა ან აღნიშნული ნებართვის/თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია შესაბამის საჯარო დაწესებულებას პირველად მომდევნო 6 თვის ვადაში წარედგინება, მოიცავს: ა) სამშენებლო სამუშაოების ადგილმდებარეობისა და ტიპის შესახებ ინფორმაციას; ბ) აღნიშნული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელის ელემენტების შესახებ ინფორმაციას; გ) სამშენებლო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას; დ) საკონტაქტო ინფორმაციას.

4.ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს ადგილი, სადაც იგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ელემენტების განთავსებას აპირებს.

5.ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

6.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, სრულად არ მიაწოდოს ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უზრუნველყოს: ა) ქსელების მთლიანობა და უსაფრთხოება; ბ) სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვა.

7.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს მხოლოდ ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ბ) თუ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 6საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია
  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 110მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა
  • 57ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირება
  • 101¹მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 52წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
619343111057101¹5264587
მითითებამნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სივრცის და…ელექტრონული კომერციის …სამშენებლო საქმიანობის…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023