Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 41 (დანართი 1)

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 41 (დანართი 1). მიჯნის ზონა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹89101112131414¹1516171819

1.მიჯნის ზონა წარმოადგენს შენობის საანგარიშო ზედაპირიდან, შენობის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზთან (შემდეგში – გრუნტის ხაზი), საანგარიშო ზედაპირის მართობულ ზონას, სადაც დაუშვებელია შენობის ნაწილების შეჭრა ან/და სხვა შენობა-ნაგებობის განთავსება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებულისა.

2.მიჯნის ზონა არის ორი სახის: საზოგადოებრივი და სამეზობლო. საზოგადოებრივია მიჯნის ზონა, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სივრცის მხარეს, ხოლო სამეზობლოა მიჯნის ზონა, რომელიც მიმართულია სამეზობლო საზღვრის მხარეს.

3.მიჯნის ზონაში დასაშვებია ღია ნაწილების მოწყობა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით.

4.საზოგადოებრივი მიჯნის ზონა შეიძლება ვრცელდებოდეს საზოგადოებრივი სივრცის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყემდე (შუა ხაზი), არაუმეტეს 15 მეტრისა. თუ საზოგადოებრივ სივრცეს მეორე მხრიდან ესაზღვრება სხვა საზოგადოებრივი სივრცე (მაგ. ქუჩას ესაზღვრება სკვერი), ანგარიშისას აიღება ჯამური სიგანე.

5.სამეზობლო მიჯნის ზონა შეიძლება ვრცელდებოდეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებამდე ან/და ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული მეორე შენობის სამეზობლო მიჯნის ზონამდე.

6.მიჯნის ზონები შეიძლება ფარავდეს ერთმანეთს ან საზოგადოებრივი სივრცის შუა ხაზზს, თუ: ა) მიჯნის ზონები ერთმანეთთან ქმნიან 75 გრადუსიდან 90 გრადუსის ჩათვლით კუთხეს; ბ) შენობის სიმაღლე კეხამდე არ აღმატება 3 მეტრს და დამხმარე ფუნქცია აქვს (მაგ.: შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, დახურული ავტოსადგომი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები); გ) თუ ერთი და იმავე შენობის საანგარიშო ზედაპირები ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული.

7.მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ განაშენიანების სახეობა შეტყუპებულია, შეჯგუფებულია ან დახურულია, ხოლო შენობებს ან მათ ნაწილებს სამეზობლო საზღვრის მხარეს ღია ნაწილები არ გააჩნიათ, ასევე, თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის საზღვარზე განთავსება.

7¹.თუ არსებული შენობა განთავსებულია მიჯნის ზონაში, მაშინ აღნიშნული შენობის მიჯნის ზონის მხარეს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება დასაშვებია ზემოხსენებული განთავსებული შენობის მხარეს არსებულ მიჯნის ზონაში.

8.მიჯნის ზონის სიღრმე გამოითვლება ფორმულით L = H x Y , სადაც: ა) L წარმოადგენს მიჯნის ზონის სიღრმეს (მეათედის სიზუსტით); ბ) H წარმოადგენს შენობის/ნაგებობის საანგარიშო სიმაღლეს (მეათედის სიზუსტით); გ) Y წარმოადგენს კოეფიციენტს.

9.L-ის გამოთვლისას: ა) სიღრმე უნდა აითვალოს საანგარიშო ზედაპირის მთელ გაყოლებაზე იმ ზომით, რომელიც შეესაბამება მოცემულ წერტილში H-ის მნიშვნელობას; ბ) მხედველობაში მიიღება გრუნტის ზედაპირის დახრილობა და მიჯნის ზონის სიღრმე გამოითვლება შენობის საანგარიშო სიმაღლის საშუალო მაჩვენებლით; გ) მხედველობაში არ მიიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა; დ) საზოგადოებრივი მიჯნის სიღრმის მაქსიმალური მნიშვნელობა დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ტოლია 6 მეტრის, საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში – 10 მეტრის, ხოლო მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში – 15 მეტრის; ე) სამეზობლო მიჯნის ზონის სიღრმის მაქსიმალური მნიშვნელობა ტოლია 10 მეტრის; ვ) მიჯნის ზონის მინიმალური სიღრმე ტოლია 3 მეტრის.

10.H-ის გამოთვლისას: ა) ანგარიშში მიიღება სახურავის სიმაღლე საანგარიშო კიდიდან კეხამდე: ა.ა) 45 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – არ იანგარიშება; ა.ბ) 45-დან 70 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – 1/3-ით; ა.გ) 70 გრადუსი და მეტი ქანობის შემთხვევაში – სრულად; ბ) სამტრედეების (სამერცხლეების) და სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლე, თუ მათი ჯამური სიგანე აღემატება ამავე შენობის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის 1/2-ს; გ) სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედის და იქ არსებული ლიფტის შახტის სიმაღლე, თუ მათი სიმაღლე 2,3 მეტრს, ხოლო საერთო ფართობი 50 მ 2 -ს აღემატება.

11.Y მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0.35 – ცენტრის, საქმიანი და კომერციული ზონებისათვის; ბ) 0.25 – საწარმოო და სამრეწველო ზონებისათვის; გ) 0.4 – ყველა სხვა ზონისათვის.

12.თუ მიწის ნაკვეთს ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ერთმანეთის გადამკვეთი სხვა საზოგადოებრივი სივრცე, საზოგადოებრივი მიჯნის ზონა აითვლება უფრო განიერი საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. L-ის ეს მაჩვენებელი აგრეთვე ვრცელდება უფრო ვიწრო საზოგადოებრივი სივრცის მხარეს განთავსებული შენობის საანგარიშო ზედაპირის იმ ნაწილზეც, რომელიც არ აღემატება უფრო განიერ სივრცეზე გამავალ საანგარიშო ზედაპირის სიგრძეს, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა.

13.თუ მიწის ნაკვეთს გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები, მიჯნის ზონა აითვლება ასეთი მოპირდაპირე საზოგადოებრივი საზღვრებიდან ცალ-ცალკე მათი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.

14.საზოგადოებრივი ან/და მრავალფუნქციური შენობებისთვის, როდესაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრის ან საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მას ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, მაშინ საზოგადოებრივი მიჯნის ზონა დგინდება უფრო განიერი საზოგადოებრივი სივრციდან.

14¹.თუ მიწის ნაკვეთს აქვს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საზღვარი და დანარჩენი მხრიდან სამეზობლო საზღვრები, მიჯნის ზონის სიღრმე აითვლება საზოგადოებრივი საზღვრისა და მისი მოპირდაპირე სამეზობლო საზღვრის მხრიდან. დანარჩენი სამეზობლო საზღვრის მხრიდან დაცული უნდა იქნეს მიჯნის ზონის მინიმალური სიღრმე.

15.მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსებისას მიჯნის ზონის განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

16.თუ ამ მუხლის პირველი-მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესის დაცვით დაგეგმილი მშენებლობა, მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მიმართ, ეწინააღმდეგება ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის მოთხოვნებს, შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემა დაუშვებელია.

17.თუ მომიჯნავე ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაშინ ამ მუხლით განსაზღვრული ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ნორმების დაცვა უნდა მოხდეს არსებული კანონიერი ან/და კანონის მოთხოვნათა დაცვით დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მიმართ, სხვა შემთხვევაში – დაგეგმილი შენობა-ნაგებობის მიმართ.

18.ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის მოთხოვნების განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით.

19.შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს ღიობის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე უმოკლეს დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) 3.0 მ-იდან 10 მ-მდე  დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულით: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე; ბ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 42 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ზონირების ვარიანტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვრის დავებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 დეკ. 2025 · №4

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 43 (დანართი 1)სამეზობლო მიჯნის ზონაში შეჭრა
  • 39 (დანართი 1)ამ თავის მიზნები, ძირითადი პრინციპები და გავრცელების ფარგლები
  • 42 (დანართი 1)საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 74მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება
  • 92სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში შენობა-ნაგებობის განთავსება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 55სამშენებლო მოედანი და მშენებლობის პროცესის უსაფრთხოება
  • 8შენობის ნაწილები და მახასიათებლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 181სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა
  • 182სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 38განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 35დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები
  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
383537181182749255834 (დ…43 (დ…39 (დ…42 (დ…41 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სამოქალაქო…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026