ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 43 (დანართი 1). სამეზობლო მიჯნის ზონაში შეჭრა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით, სამეზობლო მიჯნის ზონაში დასაშვებია: ა) შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე მოწყობილი აივნის, ერკერის, შესასვლელი კიბის, პანდუსის მოწყობა, მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, აგრეთვე, სხვა მსგავსი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების შეჭრა, თუ ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე პერპენდიკულარული მანძილი შეადგენდეს არანაკლებ 2.1 მეტრს. ბ) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგალითად: ავტოსადგომი, ტერასები, საბავშვო ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3,0 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 4.0 მეტრს;

2.თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სავალდებულოა ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსება, მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.

3.მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

4.სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91819 (და…74928554741 (დ…42 (დ…44 (დ…1443 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…ნაგავსაყრელის მოწყობის…განსაკუთრებული მნიშვნე…შეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა