„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9 (დანართი 1). ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია ნაგავსაყრელის მოწყობა სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონაში და წყალდაცვით ზოლებში.

2.მანძილი საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყრელის უჯრედამდე უნდა იყოს არანაკლებ 500 მეტრისა.

3.არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი დაშორებული უნდა იყოს აეროდრომიდან სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად.

4.ნაგავსაყრელისთვის ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) წყალმოვარდნის, ნიადაგის დაწევის, მეწყერებისა ან ზვავების საშიშროება; ბ) გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები; გ) ზედაპირული წყლების დაბინძურების საშიშროების, დაცული ტერიტორიების, ბუნების ან კულტურის ძეგლების არსებობა.

5.ნაგავსაყრელის ტერიტორია და მოცულობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით: ა) შერჩეული ტერიტორიის ტოპოგრაფიული, საინჟინრო, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები; ბ) ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების სახეობა, რაოდენობა და შემადგენლობა; გ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ნაგავსაყრელი აქტიურად მიიღებს ნარჩენებს. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №190 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 29 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11453422212311 (დ…6 (და…7 (და…10 (დ…44 (დ…43 (დ…9 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…ტერიტორიების გამოყენებ…გარემოს დაცვის შესახებწიაღის შესახებსახიფათო ნარჩენების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა