ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის არაერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.

2.ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ა 1 ) ბლოკირებული (შეჯგუფებული) ტიპის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (ე. წ. „თაუნჰაუსი“); ბ) საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; გ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; დ) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური); ე) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის დასახლებას; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; თ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ი) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; კ) სასტუმრო; ლ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; მ) ადმინისტრაციული ობიექტი; ნ) ოფისი; ო) ცალკე მდგომი და შენობაში ინტეგრირებული ავტოსადგომი.

3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ბ ) სავაჭრო ცენტრი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²17²288729 (დ…3292747 (და…9 (და…11 (დ…8 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…კურორტებისა და საკურორ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სივრცის და…სახელმწიფო საზღვრის რე…ატმოსფერული ჰაერის დაც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა