Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 32

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 32. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:დაკავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებია: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; დ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ე) 2 და 2-ზე მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ვ) მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმროს), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნების) შენობა-ნაგებობები; ზ) 2000 მ 2 და 2000 მ 2 -ზე მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; თ) სარკინიგზო ტრანსპორტისა და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; ი) 500 მ 3 და 500 მ 3 -ზე მეტი საერთო მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურების), თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; კ) 1000 მ​ 2 და 1000 მ 2 -ზე მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; ლ) მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; მ) სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).

2.სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.აკრძალულია იმ ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.

4.შენობა-ნაგებობისა და სათავსის ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებია: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; დ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ე) 2 და 2-ზე მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ვ) მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმროს), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნების) შენობა-ნაგებობები; ზ) 2000 მ 2 და 2000 მ 2 -ზე მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; თ) სარკინიგზო ტრანსპორტისა და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; ი) 500 მ 3 და 500 მ 3 -ზე მეტი საერთო მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურების), თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; კ) 1000 მ​ 2 და 1000 მ 2 -ზე მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; ლ) მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; მ) სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა). 2. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. აკრძალულია იმ ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს. 4. შენობა-ნაგებობისა და სათავსის ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახანძრო უსაფრთხოების დასკვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 177¹⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 31სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობა
  • 34სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მოვალეობები
  • 33ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 30 (დანართი 1)სოციალური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიები და ობიექტები
  • 44 (დანართი 1)საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შენობა-ნაგებობების და დანადგარების განთავსება ან/და სხვა სახით სარგებლობა
  • 11 (დანართი 1)ცენტრის ზონა (შზ-2)

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 18ობიექტები და მათი ზედამხედველობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 50განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების განმსაზღვრელი მახასიათებლები

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 10 (დანართი 1)სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 4ზედამხედველობა

წყლის შესახებ

  • 9წყლის ჯგუფები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 6მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და მათი კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4177¹⁴961810 (დ…3134335030 (დ…44 (დ…11 (დ…32
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სამოქალაქო უსაფრთხოები…ტერიტორიების გამოყენებ…პროდუქტის უსაფრთხოების…განსაკუთრებული მნიშვნე…სახიფათო ნარჩენების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026