ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). კომერციული ზონა (შზ-5)

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომერციული ზონა წარმოადგენს შერეული ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს კომერციული ობიექტები, რომლებიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.

2.ნებადართული სახეობებია: ა) მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და საოფისე ობიექტი; დ) მომსახურების ობიექტი; ე) სავაჭრო ცენტრი (მათ შორის, მოლი და აგრარული ბაზარი); ვ) ოფისი; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) გასართობი დაწესებულებები, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. ლ) პროფესიული გადამზადების ცენტრი; მ) ტექნოლოგიური პარკი.

3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) საცხოვრებელი სახლი, ქვეზონაში დასაქმებული პირებისათვის; ბ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
631112879212 (დ…11 (დ…13 (დ…2913214 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…კურორტებისა და საკურორ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს სივრცის და…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა