Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 14

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 14. საბაჟო წარმომადგენლობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიბიზნესის დაფუძნებაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვასპონსორობასაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2.ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

3.ფიზიკური პირის გარდა, სხვა პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ სხვა პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

4.ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5.საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომ − წარმომადგენელი) არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

6.წარმომადგენელი შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.

7.წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.

8.საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება. 3. ფიზიკური პირის გარდა, სხვა პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ სხვა პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. 5. საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომ − წარმომადგენელი) არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს. 6. წარმომადგენელი შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით. 7. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას. 8. საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წარმომადგენლობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ელჩის ხელშეკრულებასერვისის გვერდი
  • მოიჯარის წარმომადგენლობასერვისის გვერდი
  • ხელშეკრულებები თურქულ კომპანიებთანსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 15წარმომადგენლის უფლებამოსილება
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა
  • 87საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 37გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 75¹¹ (დანართი 1)უფლებამოსილი წარმომადგენელი
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 86წარმომადგენლობის უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 15ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 34სპეციალური წარმომადგენელი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86156374175¹¹ …17 (დ…5 (და…1513873414
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…შემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026