შემოსავლების სამსახურის შესახებ

მუხლი 6. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.

2.სამსახურის უფროსი: ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში; გ) უფლებამოსილია მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე; დ) უფლებამოსილია სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სამსახურის სხვა თანამშრომელს; ე) სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომელს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომლის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ 1 ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის სახსრებსა და ქონებას; ი) სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს სხვადასხვა სამართალურთიერთობების რეგულირების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს პირველი მოადგილე. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4.სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

5.სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №529 5 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 346 – ვებგვერდი, 02.04.2013წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1925 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1117 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 12

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1210-20182019-02-1514
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება დასაქმებულის უხეში დარღვევის საფუძვლით გათავისუფლების მართლზომიერების მტკიცება?

    დასაქმებული მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა მოვალეობის უხეში დარღვევა ვერ დაამტკიცა, ხოლო გათავისუფლება არაპროპორციული იყო. სასამართლომ სარჩელი დროულად მიიჩნია და განმარტა, რომ მოცემულ გარემოებებში გასაჩივრების ოცდაათდღიანი ვადა სამსახურში აღდგენაზე უარის მიღებიდან აითვლებოდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსსკ 411-ის საფუძველზე სასამართლომ განაცდურის ანაზღაურების დაწყების თარიღი შეცვალა, ხოლო ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა ძალაში დატოვა.

  • №ას-982-20232024-01-2619
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    შეუძლია თუ არა დამსაქმებელს დასაქმებულის დისციპლინურად დასჯა შრომითი ხელშეკრულებისგან არსებითად განსხვავებული დავალების შესრულებაზე უარისთვის?

    დასაქმებულები ითხოვდნენ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების, აგრეთვე კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობას, კომპენსაციასა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითად განსხვავებული დავალება მხარეთა თანხმობის გარეშე სავალდებულო არ იყო და დამსაქმებელმა რეორგანიზაციისას კონკრეტული დასაქმებულების გათავისუფლების საფუძველი ვერ დაასაბუთა. სასამართლომ განმარტა დამსაქმებლის მტკიცების ტვირთი, შერჩევის კრიტერიუმების მოთხოვნები და კომპენსაციის განსაზღვრის ფაქტორები. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-1145-20242024-11-2724
    დაუშვებლობა (T5)

    რა გარემოებები უნდა შეაფასოს სასამართლომ დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლების პროპორციულობის დასადგენად?

    დავა ეხებოდა დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა და დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს როგორც გათავისუფლების საფუძველი, ისე ღონისძიების აუცილებლობა და პროპორციულობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერც მოვალეობის დარღვევის და ვერც კვალიფიკაციის შეუსაბამობის საფუძვლით გათავისუფლების მართლზომიერება ვერ დაადასტურა. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა მოსარჩელის სასარგებლო სააპელაციო გადაწყვეტილება.

  • №ას-1552-20242025-06-0428
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ განიმარტება საჯარო მოხელის განცხადებაში აზრისა და ფაქტის გამიჯვნა?

    დასაქმებული ითხოვდა დისციპლინური გაფრთხილების ბათილად ცნობას, პრემიისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა შეფასება, რომ სადავო გამოქვეყნება მოცემულ გარემოებებში დაცული აზრი იყო და დისციპლინური სახდელის საფუძველი არ არსებობდა; ბრძანების ბათილობის გამო აღარ არსებობდა პრემიის გაუცემლობის საფუძველიც. სასამართლომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად ცნო და არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციების შედეგი: ბრძანების ბათილად ცნობა და პრემიის დაკისრება, ხოლო დისკრიმინაციისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნებზე უარი.

  • №ას-873-20202020-12-1143
    დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება გათავისუფლების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი შრომით დავაში?

    ხუთი დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა შეეხებოდა რეორგანიზაციისას გათავისუფლების დასაბუთებასა და განაცდურის მოთხოვნის დაზუსტებას ხელფასების შემდგომი ზრდის გამო. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა გათავისუფლების მართლზომიერება. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-1438-20182019-05-3118
    დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება გათავისუფლების მართლზომიერებისა და შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის მტკიცება?

    დასაქმებული მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლების მართლზომიერებისა და დასაქმებულის მიერ მოვალეობის უხეში დარღვევის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა. სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების დასკვნა, რომ დარღვევა არ დასტურდებოდა და აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნები საფუძვლიანი იყო. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლით და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 ოქტ. 2022
  3. მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ამოღებულია სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა და მასთან დაკავშირებული მითითება. დარჩა მხოლოდ მოადგილეები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203136620204222322076
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს მთავრობის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა