Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 164¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 164¹. დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტრანსსასაზღვრო გადასახადებისაბაჟო და აქციზისატრანსპორტო საშუალებების შეფასებაკომერციული უძრავი ქონების შეფასებაპერსონალური ინვესტიციაპირადი საგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქონლის იმპორტისას დასაბეგრი თანხა არის საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის.

2.თუ დასაბეგრი თანხა არ მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, მასში შეიტანება: ა) საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში ან/და საქართველოში კუთვნილი გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა დღგ-ისა; ბ) თანმდევი ხარჯები, როგორებიცაა საკომისიო, შეფუთვის, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქონლის დანიშნულების პირველ ადგილამდე, აგრეთვე, ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების სხვა ადგილზე ტრანსპორტირებისთვის, თუ ეს სხვა ადგილი ცნობილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის დანიშნულების პირველი ადგილი არის ადგილი, რომელიც მითითებულია იმ დოკუმენტში, რომლითაც ხორციელდება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, თუ შესაბამის დოკუმენტში ეს ადგილი მითითებული არ არის, დანიშნულების პირველ ადგილად განიხილება საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ტრანსპორტირების/გადაცემის ადგილი.

3.დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება: ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის; ბ) შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ იმპორტის მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა.

4.საბაჟო საწყობში მიწოდებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ: ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.

5.პირის მიერ, თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ: ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო, თუ საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თიზ-ის საწარმოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, იმპორტიორისთვის საქონლის მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით, შესრულებულად მიიჩნევა.

6.საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

7.საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ ხდება ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში დეკლარირება ან მისი რეექსპორტი, რომლის დროსაც, ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის საქონლის საბაჟო ღირებულება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. თავი XXIV დასაბეგრი პირის რეგისტრაცია საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

წინა მუხლი 164შემდეგი მუხლი 165

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო საჩივრები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო ბროკერაჟისერვისის გვერდი
  • საბაჟო შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 54მუხლი 54საქართველოს საბაჟო… 54

მიუთითებენ მასზე

მუხლი 172მუხლი 161გადასახადების ადმი… 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 163¹დაბეგვრის დრო იმპორტისას
  • 175დღგ-ის ჩათვლის უფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 42შედგენილი ღირებულების მეთოდი
  • 54იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების სპეციალური წესები
  • 44შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 7დემპინგის დადგენა
  • 12ფასების სამართლიანი შედარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5454172161164163¹1756554424411712164¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026