საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 55. ზოგადი დებულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომ − გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ნაცვლად სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია.

2.საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთ კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან ან კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა. კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გარანტიით უნდა დაიფაროს იმ იმპორტის გადასახდელის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობა ამ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ ან გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, სწორად არის თუ არა შედგენილი აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია.

3.თუ გარანტია გაუქმებული არ არის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შედეგად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად.

4.საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე, ამ კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად მისცეს უფლება, წარადგინოს საერთო გარანტია ორ ან მეტ ისეთ ოპერაციაზე, საბაჟო დეკლარაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება.

5.გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ საქმიანობის ან ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ის საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.

6.გარანტიის წარდგენა არ ხდება, თუ საქონელი გადაადგილდება: ა) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით; ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით; გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით.

7.სხვა შემთხვევები, როდესაც გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომ − გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ნაცვლად სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია. 2. საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთ კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან ან კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა. კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გარანტიით უნდა დაიფაროს იმ იმპორტის გადასახდელის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობა ამ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ ან გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, სწორად არის თუ არა შედგენილი აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია. 3. თუ გარანტია გაუქმებული არ არის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შედეგად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად. 4. საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე, ამ კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად მისცეს უფლება, წარადგინოს საერთო გარანტია ორ ან მეტ ისეთ ოპერაციაზე, საბაჟო დეკლარაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება. 5. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ საქმიანობის ან ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ის საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს. 6. გარანტიის წარდგენა არ ხდება, თუ საქონელი გადაადგილდება: ა) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით; ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით; გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით. 7. სხვა შემთხვევები, როდესაც გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 55-ე მუხლის მე-5 ნაწილში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვალა „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57248534317 (დ…18 (დ…812 (დ…1² (დ…59601115855
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა