საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 86. დამატებითი საბაჟო დეკლარაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის შემთხვევაში დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარუდგინოს დამატებითი საბაჟო დეკლარაცია, რომელიც შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს.

2.ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

3.დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება: ა) თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

4.საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ოდენობა და ღირებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ ზღვრებზე ნაკლებია; ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია უკვე შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად საჭირო ყველა ინფორმაციას; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით არ არის წარდგენილი.

5.ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია და დამატებითი საბაჟო დეკლარაცია მიიჩნევა ერთიან, განუყოფელ დოკუმენტად, რომელსაც იურიდიული ძალა ენიჭება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის თარიღიდან, ხოლო დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის შემთხვევაში − ამ მონაცემების ასახვის დასრულების დღიდან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის შემთხვევაში დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარუდგინოს დამატებითი საბაჟო დეკლარაცია, რომელიც შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. 2. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 3. დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება: ა) თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში. 4. საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ოდენობა და ღირებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ ზღვრებზე ნაკლებია; ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია უკვე შეიცავს შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად საჭირო ყველა ინფორმაციას; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით არ არის წარდგენილი. 5. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან ამავე კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია და დამატებითი საბაჟო დეკლარაცია მიიჩნევა ერთიან, განუყოფელ დოკუმენტად, რომელსაც იურიდიული ძალა ენიჭება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის თარიღიდან, ხოლო დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის შემთხვევაში − ამ მონაცემების ასახვის დასრულების დღიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83671916917 (დ…18 (დ…74 (დ…85878994842686
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა