საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 84. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომლებიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება.

2.სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის მომენტში. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით წარდგენისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოითხოვება სტანდარტული საბაჟო დეკლარაციისთვის იმ დოკუმენტების დართვა, რომლებიც განსაზღვრულია აღნიშნული საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის, თუ ისინი ელექტრონული ფორმით იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადით. მან მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ან ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად.

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში პირს, რომელსაც საბაჟო ორგანომ შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭა, შეუძლია შექმნას სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომლებიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება. 2. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის მომენტში. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით წარდგენისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოითხოვება სტანდარტული საბაჟო დეკლარაციისთვის იმ დოკუმენტების დართვა, რომლებიც განსაზღვრულია აღნიშნული საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის, თუ ისინი ელექტრონული ფორმით იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადით. მან მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ან ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში პირს, რომელსაც საბაჟო ორგანომ შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭა, შეუძლია შექმნას სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
679674372¹17 (დ…9 (და…21 (დ…9110 (დ…318586138284
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა