საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92. იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი შეიძლება გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისთვის განსაზღვრული იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ ეს სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა იმპორტის გადასახადის ოდენობის შეუსაბამო, დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისადმი ან/და შეზღუდვებისადმი ან აქციზით დაბეგვრისადმი დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი შეიძლება გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისთვის განსაზღვრული იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ ეს სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა იმპორტის გადასახადის ოდენობის შეუსაბამო, დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისადმი ან/და შეზღუდვებისადმი ან აქციზით დაბეგვრისადმი დაქვემდებარებული საქონლის მიმართ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198164¹163¹77 (დ…73² (…1 (და…1² (დ…6353541192
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სამშენებლო პროდუქტების…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა