მუხლი 7¹ (დანართი 1). საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება
რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
ადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.
13.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;
ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;
გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;
დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;
ე) პირს გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ;
ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება;
თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი;
ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა;
კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;
ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში;
მ) პირს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია/დეკლარაციები.
13¹.საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;
ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;
გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;
დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.
14.ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-ე“ და „თ-მ“ ქვეპუნქტებით, ასევე 13 1 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
15.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას, შემოსავლებ ის სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2023წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 6 თებერვლის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 07.02.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით. 13. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;ე) პირს გააჩნია საგადასახადო დავალიანება;ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ;ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება;თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი;ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა;კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში;მ) პირს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია/დეკლარაციები.13 1 . საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-ე“ და „თ-მ“ ქვეპუნქტებით, ასევე 13 1 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. 15. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას, შემოსავლებ ის სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2023წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 6 თებერვლის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 07.02.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლატექსტი უცნობია
3 იან. 2011 – 16 იან. 2023მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.