ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 25. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

2.მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვი ისე აღზარდოს, რომ ბავშვი თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად: ა) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და შეეძლოს მათი დამოუკიდებლად რეალიზება; ბ) პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს; გ) პატივს სცემდეს სახელმწიფოს და მის სიმბოლოებს, იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას; დ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას პატივი სცეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებას, მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად; ვ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს და დაიცვას ის.

3.მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

4.მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ბავშვის მიმართ იყენებენ აღმზრდელობით ღონისძიებებს, მათ შორის, არიდებენ მას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

5.მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია.

6.მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია მესამე პირის მიერ ბავშვის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ღონისძიების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17211981200121827176767724161825
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს ადმინისტრა…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა